კაცი მეგონე, გველი ყოფილხარ და კაცის ტყავში გამოხვეული, კაცი მეგონე, მაგრამ მოვტყუვდი, ქვეშმძრომელი ხარ და გამყიდველი. გული გესლით გაქვს ამოვსებული. ამხანაგოო, - თანაც მეძახი პირზე ბადე გაქვს აფარებული. გესლიანობას ანებო თავი, სიყვარულს სთესდე ამქვეყნად მარად, რომ არ დასტოვო სახელი ავი. ძმურად ვიცხოვროთ ამსოფლად ყველამ, ვინ რა წაიღო საიქიოში, რომ შენ წაიღო გველმა და მელამ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია |