კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:05

 

 

 

ბედს ყველასთვის თითო რამე

მიუცია, მასზედ ხარობს,

მე კი დავრჩი უპატრონოდ,

ობლადა ვარ, არვინ მბრალობს.

ჩემი ბაღი გადაშენდა,

სულ ჯანღშია, აღარ დარობს,

მზეც ღრუბლებში გამხვევია,

მის სხივებიც აღარ მწყალობს.

დაჭკნა სიყვარულის ვარდი,

მგოსნის ენა აღარ გალობს,

გამხმარ ბაღში, ძეძვ-ეკალში

იგლოვის და ბედსა ნანობს.

გატყდა სიხარულის ჩანგი,

დღენი ჩემი ასე წვალობს,

ყველას თავი ვანაცვალე,

მაგრამ მე კი არვინ მყვარობს.

იეთიმ გურჯო, ვისთან ჩივი,

სუდიაც დედინაცვალობს,

შენ ის ლომი აღარა ხარ,

ახლა მელაც შენზე ძალობს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ