კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:20

 

 

 

იბრძვის სული აღგზნებული,

მან არ იცის ზღვარი,

და გადმოქუხს უკმარობის

მძაფრი ნიაღვარი...

რომ შედგეს, ვინ შეაჩერებს,

ისე მძაფრი არის,

ჩვენი ჟინის, ჩვენი ვნების

ცეცხლოვანი ქარი!

ის არასდროს არ ჩაქრება

ვნებით ანთებული,

ჩვენი ენა, მისი მადლი

მღელვარება სულის - 

ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს იმედებს

დღე და ღამ რომ უვლის...

სანამ იგი ცოცხალია,

ცოცხლობს ჩვენი გულიც!

ხოლო სული მაღალ ძაბვის

მწვერვალებზე მდგარი,

არ ისვენებს, იბრძვის, ბრუნავს,

როგორც ქარიშხალი,

რომ სიმართლემ მოიხადოს

კაცთა შორის ვალი,

რომ ქვეყანა იყოს მუდამ

თავის ყვავილნარით -

ვარდების და იასამნის,

სურნელებით მთვრალი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ