მოგვევლინე კეთილი და გრძნობით სავსე, ცასაც მისწვდა შენი ფუნჯის ფერი, სულ დახატე საქართველოს სილამაზე, რაც ჩვენს სულში ახლაც ტკბილად მღერის. ბოჰემური სიამაყის მფენი... ბინდში შედის უამური ეგ სამყარო, მღერის შავი წუთისოფლის ფერი. წყაროს პირად რომ დალიეს წყალი, შეხედავ და დაგატყვევებს სათნო ცქერით, შავტუჩება ანგელოსის თვალით... ისანი და ძველი ჩუღურეთი, სულ აღიქვი, რითაც წუხდა კაცის გული, შენი ხელით მუშაობდა ღმერთი. მაგრამ ამით ვინ ასულა ცაზე, ჩვენ იმის გვწამს, ვინც წამების მძიმე ჯვარი - მხრებით ზიდა მაღალ გოლგოთაზე. ყველა დროის გენიოსის ბედი იღუპება ყველგან ასე უმოწყალოდ, თავის დროის დიდი შემოქმედი... გალობს სადღაც ივრის ლერწმის ღერი... ბინდში შედის უამური ეგ სამყარო, მღერის შავი წუთისოფლის ფერი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |