ვნახე ბარათი დიდი ხნის წინათ, ყუთში მდებარე კარადის თავზე, ვაჟი ქალს წერდა, რომ მასზე წმინდა - არავინ დადის ამ ქვეყანაზე. სიყვარულს ცრემლით ეფიცებოდა, რომ სამუდამოდ, მასავით ძლიერ ქვეყნად არავის ეყვარებოდა. ანდა ის ქალი მაინც ვინ იყო? ან ის ბარათი ყუთში მდებარე - ამდენ ხანს როგორ შენახულიყო! შეერთდა კიდეც ეგ ორი სული, შექმნეს ოჯახი ხალისიანი, ნანატრი სიტკბოთ გარემოცული! იმ ვაჟს უარით ატკინა გული, არ აღმოცენდა სამართლიანი გრძნობა წმინდა და ამაღლებული. ვერ აღადგინა ღირსება მისი, ან ვინც იბრძოდა, ვის გაუმართლა, ბედნიერების ვინც იყო ღირსი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |