მზე ამოვიდა ღიმილით სავსე და უცებ გაქრა ნისლი დილების, ის ახლა მძიმედ მიგორავს ცაზე, თითქოსდა, იყოს ნასადილევი. ვარსკვლავები და პირბადრი მთვარე და ისმის რაღაც საოცრად მშვიდი - ხმა იდუმალი გვეძახის გარეთ! ეს ცეცხლი ყველას გულში ტრიალებს, რა ვიქნებოდით, ეს რომ არ იყოს, რა აცოცხლებდა ჩვენს იდეალებს! მწვავე ბრძოლაში დაპყრობილს ძნელად, როცა ის სულში შემოდის ტკბილად და მსუბუქ ფარფატს დაიწყებს ნელა! მისთვის მზადა ხარ ღამეც ათიო, და არ არსებობს ისეთი ცოდვა - ამ დროს შენს მტერს რომ არ აპატიო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |