ჩამოტყდეს ციდან მთვარის ბეჭედი, ბინდი დააკვდეს მთებს და ვენახებს, შენ თუ იცოდი, მე რომ გეძებდი, თუ იცოდი და არ დამენახე. და მე ვიხსენებ, წლობით, თვეობით, როგორ გულდაგულ შლიდი ნაკვალევს, რომ ვერასოდეს წამოგწეოდი. უგზოდ მივყავდი ყინვის მარხილებს, გრძნობა, თვალებში სევდად რომ ჩადგა და ბაგეებმა ვერ გაამხილეს. ბინდი დაედოს მთებს და ვენახებს, შენ თუ იცოდი, მე რომ გეძებდი, თუ იცოდი და... არ დამენახე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |