კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:22

 

 

 

მზემ უძილობას მოუსწრო სულზე,

მოუღო ბოლო ბნელით წვალებას;

თითქმის მოხუჭულ თვალებით ვუმზერ,

იმედით სავსე მის ბრწყინვალებას.

სიცოცხლის ნიჭით აავსოს კაცი,

აქვს ამის ძალა შუქის მთოვარეს,

მაგრამ, რატომღაც, როგორც კი მსგავსი

რამე ღვთიური აღმაფრთოვანებს,

წამსვე იღვიძებს ხსოვნაში ჯვარცმა,

ვეღარ ვიშორებ ცოდვას უშორესს...

რაც უნდა სუფთად იცხოვროს კაცმა,

მზეს თვალებს მაინც ვერ გაუსწორებს!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ