კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:08

 

 

 

აი, ისევ წვიმს… ოდნავ მოვეშვი…

ააციმციმეს სული სანთლებმა,

კარგია ასეთ სიმყუდროვეში

მსუბუქ ფიქრებთან მოკალათება.

წვიმს… უსათუოდ დიდხანს იწვიმებს…

წვიმს და კარს, ალბათ, აღარ ჩავკეტავ…

ცა ერეკება მწივან წიწილებს,

ღამის სიჩუმის ამოსაკენკად.

წვიმს და იმგვარი ძალით მინდები,

რომ სიკვდილამდე აღარ გამივლის.

შემოაქვს ჰაერს სევდა მინდვრების

და გულისცემა ათას ყვავილის.

წვიმს და არ მიღირს თავთან კამათი,

მაგრამ რა ვუყო ეჭვის ნარჩენებს,

გაჩერებული კედლის საათი

ახლა, როდესაც, სწორ დროს აჩვენებს…

ეშვება წვიმა ნაცნობ ფარდებად

და მინოტივებს სულის მტვრიანებს,

იქ სხვანაირი ღამე ღამდება,

იქ სხვა წვიმების ფარდა შრიალებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ