იქნება, ბედი მართლა მწყალობდეს, გამოვერიდო კლდეებს ფრიალოს. მარტოდ წამოსულს დაგყვე წყაროზე და შიშის ზარმა აგაწრიალოს. ჯერ შეუცოდავ ფიქრში ნაწები. გინდ მომაფხრიწო კალთები ჩოხის, გინდა ფრჩხილებით მკორტნო ღაწვები. დღემდე რაც მდევდა დარდი ყოველი, მაშ ვით დაგიხსნის ცრემლი და ხვეწნა, გულიდან ბოღმის გამომწოველი. თვალებს ამღვრეულს ვნების ზმორებით, მერე ნებაზე მოვზიდავ დალალს და მუხლმომტვრეულს ჩაგეკონები. მზეს რომ მოღრუბლულ შუბლზე იწინდავს. მერე ავდგები ასე დაღლილი, რომ აგაწყვიტო დედამიწიდან; კაცი უკეთესს სხვას რას ინატრებს?! მერე ვადამდე ჩავიცემ ხანჯალს და ჩავეხვევი ლამაზ წინაპრებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |