კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:02

 

 

 

შეხედე, შეხედე, შეხედე,

შეხედე, რა მთვარე ამოდის!

ცოდვაა სიმღერით არ შეხვდე,

სამგორში ამწვანდა წალკოტი.

სად იცის საღამო ამგვარი,

რა ლურჯი გამხდარა იორი,

ვერცხლისფრად შრიალებს ბაღნარი,

მანანამ დანამა მინდორი.

დანამა, დანამა, დანამა

მანანამ შორი მთის ორწოხი,

სამოთხეს ვიხილავთ ამაღამ,

ცეცხლისფრად მოფრინავს ხოხობი.

დაგვათრობს ფოთლების შრიალი,

ხეები ნაზ ტოტებს დახრიან,

ბაღებში გადმოვა ჩხრიალით

იორის ზვირთები არხიდან.

ვის ახსოვს ამგვარი საღამო,

ცოდვაა, სიმღერით არ შეხვდე,

რა ცეცხლით მოსულა ყაყაჩო

შეხედე, შეხედე, შეხედე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ