კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:49

 

 

 

განიხვენ, ცაო, გადმოფანტე ლურჯი იები,

სხვას არაფერს გთხოვ,

არც არაფერს

სხვისგან მოველი.

მარქვი, ვით ბრწყინავს,

სავსე ურიცხვ ოქროს ჩიტებით,

ჩუმი მთიების

ვრცელზე ვრცელი თეთრი სოფელი...

ვიღაც აქანებს ხშირ ვარსკვლავთა მაღალ ღეროებს,

და მეჩვენება:

თითქოს გიჟი ცხენების ეტლით

ამოჰყავთ ხომლი

უზარმაზარ წითელ წეროებს

და ცვივანუშის გაშლილ ტოტებს ფერები ნედლი...

განიხვენ, ცაო!

გამიბრწყინე ვარსკვლავი ბედის,

დასაბამიდან სულს სწყურია სინათლე მეტი,

სამშობლო ჩემი

დედამიწის მწვანე ტოტია

და მტრები,

როგორც თხები ვენახს,

ისე მკორტნიან.

მაგრამ ჩემ წყლულებს კურნავს ფერი ნაზი იების,

გიყურებ ჩუმად

და მასველებს სხივი ცხოველი.

შენს ლურჯ ბუდეში ფართქალებენ ოქროს ჩიტები,

და მესიზმრება ვარსკვლავების თეთრი სოფელი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ