ფერიებს მიაქვთ ლურჯი დაფნები სცენაზე ელავს მაღალი შუბლი, ახლა უცნაურ სურვილს დავნებდი და ჩემს გარშემო ჩრდილივით ვუვლი. ან ვერ ვივიწყებთ სულის თვისებას, ვეღარ ვანსხვავებთ გრძნობას და სურვილს, ვეღარ ვგრძნობთ რითი რა შეიცვლება. უსიზმრო ძილით ჩაეძინება... გოგონებს ისე მიაქვთ დაფნები, რაც ხდება, თითქოს ღმერთმა ინება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |