ქარი ვერაფერს დააკლებს სიტყვას, მაინც ნურასდროს ნუ მიენდობი ქარებს... მძიმეა, როცა პოეტი გკითხავს: - ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ? ანდა რა უნდა უთხრა, იგივე მზეა და იგივეა მთვარე. პოეტი შფოთავს და მძიმედ სუნთქავს: - ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ? ეს სარჩულია - საუბრის შიდა მხარე. პოეტი თავის სიზმრებში კვდება: - ნეტა რომელი საუკუნეა გარეთ?! რითაც სულს ითქვამ, ნელდება ქარი, ნელდება მზე და მთვარე და არასოდეს მარცხდება სიტყვა... - მაინც რომელი საუკუნეა გარეთ?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |