დღესაც უაზროდ მომიწევს მოცდა, დღესაც ამაოდ გავცქერი სარკმელს, მაინც არ მოდის წყეული ფოსტა, მაინც ხვალისთვის გადავდე საქმე. ოთახს ნაბიჯით ვზომავ და მერე, როცა წვიმა გადივლის, დავიწყებული დღეები მომაქვს და მაგიდაზე ვშლი ქაღალდივით. წარსულისა და მომავლის ნიში და სიცოცხლისგან უფრო მეტს ვითხოვ ფიქრით, ოცნებით, წვალებით, შიშით, და სურნელივით სინათლეს აკმევს... დღესაც არ მოდის წყეული ფოსტა, დღესაც ხვალისთვის გადავდე საქმე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |