მოწყენილი ვარ, გაქვავდა წამი, მხოლოდ დროებით! მხოლოდ დროებით! რად მიგატოვეთ? მე დაგასწარით, სანამ თქვენ თვითონ მიმატოვებდით. და სულს დაეტყო ეჭვის ღარებიც, რად შეგიყვარეთ? მე დაგასწარით, სანამ თქვენ თვითონ შემიყვარებდით. ცარიელდება ჩვენი გულები, მე დაგასწარით და შეგიძულეთ, სანამ თქვენ თვითონ შემიძულებდით. ბედნიერი ვარ, არაფერს ვნანობ, რადგან იმისთვის მოვედი ქვეყნად, რომ შეგიძულოთ, ან შეგიყვაროთ. |