ასეა, ბედი კარს მოგადგება
და სწორედ მაშინ ჩაკეტავ კარებს,
ხან უკვე გვიან, ხან - ნაადრევად
და უდროო დროს დახურავ კარებს.ჩვენ ავცდით, რადგან - ერთმანეთს ვეძებთ,
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეს...
და მაპატიეთ, ვისაც გიყვარდით,
მე კი ვერასდროს ვერ შეგიყვარეთ!