ერთხელ იქნება, მეც დავმშვიდდები, გავხდები ვინმეს ცოლი და დედა, გაიზრდებიან ალბათ შვილები, მეც მადლობელი ვიქნები ბედის. შევხედავ საათს, ქუჩას და ამინდს და ჩემს სიზმრებში ჩამცხრალი მთვარე არ აჯანყდება სიცოცხლით მთვრალი. და ჩვენშიც კვდება, ბევრი რამ კვდება, ზეცაში მიდის ყველა ფერია, აქ რჩება ვინმეს ცოლი და დედა. ამტკივდებიან, ვიცი, თითები, გამახსენდება გზა ზეცისაკენ, გამახსენდება და ავტირდები. |