მე დილიდან ზღვისპირას ვიდექ. მითხრეს, მზე ცაზე იხდისო კაბას და შიშველი ჩადისო ზღვაში. და მე ველოდი, უნდა მენახა, ვით იხდიდა მზე თავის კაბას. ალბათ მიმიხვდა ვნებიან წადილს და მთელი დღე აცელქებულ გოგონას ჰგავდა, დანავარდობდა ელვარე ცაზე. მე კი ვიდექი... მაგრამ ამაოდ ველოდი თურმე. მოსაღამოვდა, მზე მომღიმარი ჩაცურდა ზღვაში, წნული თმები ჩაჰკრიფა ხელით და მხოლოდ მერე გამოჰკიდა თავისი კაბა ზეცის კიდეზე... მე იმ ღამეს არ დამეძინა მზე იწვა ზღვაში და მონაზვნის თეთრი ტანივით მისი სიშიშვლე იყო ჩემთვის მიუწვდომელი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |