ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს, მე შენ მომეცი უწინ პირობა. შენ იგონებდი შორეულ წარსულს და როიალიც ჩვენზე ტიროდა. სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც, შენ განშორებას უფრო ნანობდი და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა. და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული. შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული. ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს. მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი და როიალიც ტიროდა წარსულს. იდგა მიწასთან ღამე გვიანი. შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული და მომაჩერდი თვალცრემლიანი. მე შენ მომეცი უწინ პირობა. შენ იგონებდი შორეულ წარსულს და როიალიც ჩვენზე ტიროდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |