ბულბულს მირჩევნია შაშვი, გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი, გულწრფელს ჩამოაგვირისტებს უცებ, რაც მოუვა თავში. მხოლოდ თვალისმოკვრამდეა. ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და, ცოტა არისტოკრატია. სწავლულებით სხვა ჯიშია, მხოლოდ მთვარიანში გალობს - ნამეტნავად აზიზია. მისი ჰობი წანწალია - ფრანსუაა, ვიიონი - თავისთავად ნასწავლია. ბულბულს მირჩევნია შაშვი! გინდა ეკლის შტოზე დასვი, გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი, ისეთს ჩამოაგვირისტებს, ას წელს არ მოგივა თავში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |