კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:12

 

 

 

"პარაბელუმთან"

ძველი "ტეტეც" უჯრაში გდია,

რომ აიღო და,

ვთქვათ, რომ შუბლში იხალო ტყვია,

ან, უხმაუროდ,

ჰიგიენის, ეთიკის დაცვით,

ცოლს დახვდე

ჭერში დაკიდული, ქათქათა საცვლით,

ან კიდევ არის

გზა მესამე - კარგად დაპურდე,

მაჩაბელივით

გახვიდე და აღარ დაბრუნდე,

მე შენ გეტყვი და,

შენი ადლით გაგზომავს ვინმე,

ან, თუ გაგზომა,

დაგიმადლის კაცობას ვინმე!

და ამიტომაც:

სვი და ჭამე, ახარე გული!

ცხოვრებას მიჰყევ -

როგორც ყრიან, დაყარე ფული!

იოლად წერე!

დატეხილი სტრიქონი თვალე -

ნუ გინდა "ლილე",

შემოსძახე მსუბუქი "ლალე" -

ლა-ალე! ლა-ა-ლე!

დღეს თუ არა, ხვალე -

შენთან, შენთან, გალაკტიონ!

შენთან მოვა მალე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ