როგორც მწვრთნელი შიშითა და ძრწოლით შორიახლო ლომს მიჰყვება ბებერს, რუსთაველზე მოჰყვებოდა ცოლი საქართველოს პოეტების მეფეს. და ღიმილი მგოსანს მიაგებეს. ლუდხანაში ჩამოუსხეს ლუდი საქართველოს პოეტების მეფეს. ჰყვება: “სისხლით ქრისტესავით მღებეს!” მთაწმინდისკენ გაუშტერდა თვალი საქართველოს პოეტების მეფეს. ბილიკების შეუშინარ მძებნელს - სძინავს ბაღში სწორუპოვართ გვერდით საქართველოს პოეტების მეფეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |