"ლექსის მწერალი ხშირდება, სამწუხაროა რაიც! რამდენი რამე სჭირდება პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" - შაბათს, მწერლების ბაღში, მგოსნებისაკენ ისროლა განხეთქილების ვაშლი. ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად, სუროში შაშვი გალობდა, რაღა თქმა უნდა, ფრთხილად. დღეს ლექსის მოწადინე, ცამდის მართალი ბრძანდება ბატონი კონსტანტინე". და, უკვე წასწვდნენ რადგან, მათ დემნა მიუახლოვდა, ასე, ორ მეტრში დადგა. ბაღის ბოლოში სიმონს, გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან, შემოუერთდა იმ ორს. მეორე რანგის გარდა, და დიალოგზე მოგროვდა გამსახურდიას სკამთან. ლექსი კი არ ჩანს მაინც! რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინდს!" - და ვაშლი ცხვირწინ ედოთ, და სთქვა ირაკლიმ პირველმა, ეს გახლდათ მისი კრედო: მართლა პოეტი თუა! პოეტს იღბალი სჭირდება და, რა თქმა უნდა, ჭკუა! ფხიზლად განჭვრეტა დროთა! სიბრძნე და პატრიარქობა - ამას გვასწავლის შოთაც!" - და იუარა გოგლამ: "სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის, იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა! მყვირალობა და ბუკი! ლექსს ვინ მისცაო დიდება გარეშე სიჭაბუკის!" ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად: "პოეტს სჭირდება ტკივილი, პოეტს სჭირდება ჯაფა, ბევრი წვა, ბევრი ფიქრი, ინტელექტი და განსწავლა, მწიგნობრობა და წიგნი!" მზე შუბისტარზე იდგა, ვრცლად აღარავინ არ ცდილა, მოკლედ მრავალი ითქვა. თან თაკილობდნენ თმობას - მუხრანმა: "გრძნობა სიახლის!" გრიგოლმა: "ფორმის გრძნობა!" (კოლაუ იდგა განზე...) კარლომ თქვა: "საქმე ჰკიდია წერასთან ერთად ფხაზე!" მთავარიაო სვანში!" სთქვა ნონეშვილმა: "ყვარელი და სტუდენტობის ტაში!" არას იტყოდა ანა... - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - გალაკტიონმა ბრძანა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |