ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, უცახცახებდა პატარა მხრები. გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით, თავგანწირულად დნებოდა თოვლი. როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი. და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი, მაინც ამაყად ეჭირათ თავი. ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი, ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით. და სტუმრებისთვის უხილავ ცაში მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |