მთით ამოდის მნათობი ლალით, მარგალიტებით. ათასფერად ნადნობი და შემკული დიდებით. მთაზე სხივ-დანანდობი ამოგორდა მნათობი მზიურ გულდამშვიდებით. მზე დიადზე დიადი, იყო ტბათ გადამტოპი ელვარება ფრიადი. ჰქროდენ შორნი სიონი. შორით კავკასიონი იდგა მძლე და ზვიადი. წლებით და საათობით დიდის უდაბნოებით, ვრცელი უმარადობით. მკაცრი, უარმყოფელი ამ მხნე, ამ მახლობელი გაჩირაღდნდა მნათობით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |