სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა! მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ, მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა, ყველაფერში შუქით შემობურვილი: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის, სიმღერები ხალისის და ბრძოლისა, პოეზია - უპირველეს ყოვლისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |