გეგონება ეს ზღვა სადღაც მიდიოდეს, გზას ადგეს და შიში ჰქონდეს ბინდის - კი არ მიდის, ადგილს ტკეპნის, მიდი-მოდის, არცა დგას და არცა საით მიდის... ძმა დაბმული სივრცის... ქშუის, ჰყმუის, რაღაც დიდი სწყენია, არაფერი არ გამოვა, იცის, და ვეებას, გაჩერება რცხვენია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |