დიან დღეები, ღამეებიც ესრეთვე მწყობრად - მწუხრის ზეწარი ყოველივეს გადაჰფენია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, მე თუ მკითხავ, - არაფერია! თვალშეუდგამ ღამეში ობლად, თავს ლეგიონი სიკვდილების გადამფრენია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, ღმერთი-რჯული, - არაფერია! ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად - სხვა ნაპირისკენ გზა ვარდისფრად დანაფერია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |