რამდენი კაცი ისე მოკვდება, ისე უბჟეოდ ჩაივლის სოფელს, მიქელანჯელო გულს არ მოხვდება ვერ გამოარჩევს ას ხმაში შოპენს! არ გაშლის რუსთველს! რამდენი კაცი არ გაშლის ბოდლერს! რამდენი კაცი - ძაღლსა ჰგავს უწვრთნელს! რამდენი კაცი - პირუტყვს ჰგავს ოდენ!.. დაკარგულო დღეებო! უბეჟოდ გახარჯულო დღეებო! უზნეოდ დახანჯლულო დღეებო! მშვიდობით სამუდამოდ მშვიდობით! ჩასცქერს შავ მიწას! რამდენი კაცი - ჩასცქერს რუხ ბეტონს! რამდენი კაცი - ვერ აღწევს მიზანს, მიღწევა რომლის შეეძლო ერთ დროს! ნიჭი ბერწდება! რამდენ სიმწვანეს - უწყლობა ახმობს! აწ უზენაესს - ვეღარ შესწვდება! მშვენიერისას - ვერ იგრძნობს ნაყოფს!.. დაკარგულო დღეებო! უბეჟოდ გახარჯულო დღეებო! უზეოდ გაძარცულო დღეებო! მშვიდობით სამუდამოდ მშვიდობით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |