გაზაფხულზე ყაყაჩო - ყვავილია, თიბათვეში, გასთიბავენ და - თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია - ოთარ, გული მტკივა. შემახსენე საზიარო სიყრმე, მომატყუე, რომ შორსაა ღამე, ხალისიან საღებავებს მიხმე. მეც მჭირდება, მომიფინო წყლული. ისევ შენ და ისევ შენი ცხელი, მტკივანი და უღალატო გული! პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას და ცალთვალა შენს პაწია სენაკს. ავლილია მოქანავე კიბე - გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი, აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე! ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს, და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს. დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა: “ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ”. მოგიტანო მოძებნილი ხმები, მომაგებო საკოცნელი პირი, მოგიშვირო ჭლექიანი ყბები... უშეცდომოდ არ გვივლია გზები, კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა - გავწმენდილვართ ძმები... თიბათვეში, გასთიბავენ - თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია - ოთარ, გული მტკივა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |