გულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? გრძნობის ძალსა და ღონესა? და რათ აცდუნებ მოხუცსა, ჭაბუკად თავის მგონესა? უდროვო გრძნობა-გონება!.. ადრე სხვის დამმონებელსა, დღეს სხვისი მინდა მონება! აღარ უნდებვარ... აღარა! ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი თვალში საჩხირო ჭაღარა! ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი! ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი! რაღა დროს ჩემი ეს არი?! ვისაც შევსწირე ყოველი! სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად, სიკვდილს სიცოცხლედ მოველი! ვეღარ მარგებენ რამესა: დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ, ოხვრით ვათენებ ღამესა! ეძლევა ნეტარებასა! დასცინის გრძნობა-გონებას ჩემსას და აღსარებასა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |