პატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგუცანაო; ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს ლამაზი იმისთანაო. გულს კარი ჰქონდა ღიაო; შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული, ვარდი ჰყვაოდა, იაო. მაღლა ცით დათაფლულაო, შიგ სიყვარული ნათესი ჩვენს კარზე ამოსულაო! მივდექით საყდრის კარსაო; მამასახლისმა დაგვჩხავლა: - “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო! უნდა მოხადონ ვალიო; სამ წლამდის ქვრივად დარჩება ხელმწიფის პატარძალიო”. პატარა ბიჭუკელაო; “ვაი შენს დედას, საბრალოვ!” შემომტიროდა ყველაო. პატარა გოგუცანაო, მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე სხვა ნახა ჩემისთანაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |