ბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!.. და ლანდი მომავალისა!.. ვის შერჩენია, მე შემრჩეს გადახდა სოფლის ვალისა? ცრუ მოიმედე ხვალისა; ჩამიხმატკბილა ჩანგურმა და გული გამიხალისა: ოცნების ზღვაში მცურავო! შენი კრიმანჭი წკრიალი ხელახლად მომეწყურაო; სიმი - ბულბულის ენაო; ფრთები არწივის გასხია, შეგშვენის აღმაფრენაო; წამის-წამ, კიდის-კიდესო! ვეღარ მერევა სიკვდილი მე, შენსა გადამკიდესო!... ციურო, ტკბილო ძალაო!... დაადნა გული შენს სიმებს და სული დაიცალაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |