არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს. ეჭირვება მოსვენება! შემცდარია, ვინც გულს იტეხს: წესი არის და ბუნება! გულსა სწამს და ჭკუას სჯერა, რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა მომავალი ბედისწერა! არ გვიმართებს ორგულობა! ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ, ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა! ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა: პატიოსანს ღარიბს რით სჯობს გამდიდრებული იუდა? და როდესაც გაიღვიძებს, მოიგონებს იმათ სახელს, ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |