მე რაც ახლა მაბადია, ან აქამდე რაც კი მქონდა… მირჩევნია ნაბადივით გათელილი ძველი ოდა… სიყვარული ნადიმობდა… და ბაბუას მარანივით, მხიარული იყო ოდა… ვარსკვლავებით იცინოდა… ბარბანჩია იყო კერა და გულთბილი ჩემი ოდა… ბოკონი რო ბოკონობდა… სიბერითაც დიდგულობდა და როკივით იდგა ოდა… სხვანაირი ქარი ქროდა… იმ პატარა აივნიდან, თვალი ცისკენ გამირბოდა… ალიონი იღიმოდა… ჭირვეული ამინდივით მოქუფრულიც მახსოვს ოდა… ჟამმა აღარ შეიცოდა… იმ ოდიდან მე წარსულის მონატრება მეძახოდა… "ჰოუ, ნანა, ჩქიმი ცოდა"... სადღა არი ჩამიერი, ბაბუშული ძველი ოდა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |