შემოპარვიათ თუმცა სიბერე, არ ეშინიათ მაინც წაქცევის... და დარაჯობენ ფუძეს ხეები, ვით მგლოვიარე სახლიკაცები. და გადახვეწილ ყველა ახლობელს, ვინ იცის, როგორ ელოდებიან, ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ. სტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე... და, საცა არი, სოფლის სამდურავს მწარე ნაყოფად გამოისხამენ. ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს... რადგან ღალატი არ შეუძლიათ, დგანან მომავლის მემატიანედ. იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე... და ზეზეულად თუმცა კვდებიან სიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |