როცა შენს დალალებს ქარი შლის, მოჰგევხარ ნესტანს და თამარ-ქალს, დედაშენს წავართმევ ქალიშვილს, თუ გინდა ყაჩაღიც დამარქვან. შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ, გველეთში ვაცნობებ მამასა. ვეწვიოთ მთებსა და ხეობებს, სადაც ხევსურები შესაწირს დაკლავენ ხატისას და ლუდით ღრეობენ. იქ ტოტებს მიხრიან წნორები. დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ, სასიძოდ თუ მოვეწონები. უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე წავიდეთ, არაგვის ჭალები დავსეროთ წამოხვალ? წავიდეთ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მინდია არაბულის პოეზია |