კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:52

 

 

 

შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი

და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,

როგორც თრიაქი...

ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,

ხანაც გაოცებს...

ფიქრი ყოფითზე,

სიცოცხლეზე,

სასაფლაოზე...

ახლა ქარია,

ჩამოძენძეს ქარი კედრებმა...

როცა მთვარეა,

ფიქრი მთვარეს შეეკედლება.

როცა თოვაა,

(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის...)

გახმიანდება ფიქრი,

როგორც ლექსის რეფრენი...

ამ წყვდიადიდან

სინათლისკენ მიემართები,

მოაქჟამამდე გზას გინათებს

ფიქრი-სანთელი.

ფიქრი-ოცნება,

ფიქრი-ლოცვა,

ფიქრი-ვედრება.

...ახლა ქარია,

ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.

...რადგანაც მიწა საესავი

ბრმა და ყრუ არი,

ცაში მთავრდება ფიქრიანი

გზა უტყუარი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ