კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:48

 

 

 

აქ იდგა თუთა მხნე და  მაღალი,

ნაცემი ელვის ვეება შოლტით…                               

იდგა და მწვანე ბაირაღივით,

აშრიალებდა დაკოჟრილ ტოტებს.

ვერას აკლებდა წვიმა და ქარი,

სხივთა ჩანჩქერში ვნებით განბანილს…

და ფოთლებიდან  ნამგალა  მთვარე,

მოჩანდა, როგორც უფლის ლამპარი…

თუთას ჩიტებთან დაედო ზავი,

და უდარდელიც ჩანდა ეზოდან…

თუმც შორიახლო მიმავალ მგზავრებს, 

ხანდახან მისი კვნესა ესმოდათ…

შემოპარვოდა ჩუმად სიბერე,

და ბოლო ხანი უფრო მეტწილად,

ისმოდა მისი გედის სიმღერა,

და ღამ-ღამობით აღარ ეძინა…

როცა დაუდგა ჟამი არყოფნის,

მიზეზითა თუ უმიზეზოდა…

კვლავ გვიმასპინძლა ტკბილი ნაყოფით,

და როგორც ნივთი, გაქრა ეზოდან…

... ამოგიძირკვეს მერმე ფესვებიც,

მთლად გაგიმეტეს, თუთავ, ბებერო…

მე კი  განგებამ  მომცა შეძლება,

რომ გაგიხსენო და მოგეფერო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ