შენი სითბოთი ჩემი ავსება და სიყვარული ისე მანცვიფრებს... როგორც არღუნის მთებზე ნისლები, ივლისის თბილი წვიმით გაცრილი. ფიქრები ფრთებზე წვიმებს იშრობენ, ისე დამღალეს, ვეღარ ვერევი... თუ შეგიყვარე... ვერ მოგიშორებ, თუ შემიყვარე... ვერ შემელევი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |