ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ, მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით... მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი. ვით ღამეს დილა, დილას-საღამო... როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე, როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო. შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ... ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს, რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე. გიპოვნი მაინც ხელისცეცებით, მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |