არ შეიძლება, რომ არ მიყვარდე, არ შეიძლება, იყოს პირიქით... ყველა ბილიკს ხომ შენთან მოვყავდი, ამიტომ მიყვარს ყველა ბილიკი; ყველა ტკივილი... ყველა უარი... და ყველა ცოდვა, თუკი აქამდე ჩადენილა და სადმე თუ არი. ეს სიყვარულიც ვერ ამიხსნია... ლექსი, რომელიც ჩემში ხმაურობს, შენით გამთბარი გულის სისხლია; სიბრძნე ქალური... და უნებური შენ ხარ ტკივილი პირველყოფილი და ნეკნი, ჩემში ჩაბრუნებული... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |