კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:08

 

 

 

შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები

და ძველმანივით გაგანიავებ...

მე ჩემსას გეტყვი და შენც ბავშვივით,

გამაკვირვე და რამე მიამბე...

მიამბე, როგორ მარტოა იგი,

ერთურთი როგორ დავიმეგობრეთ...

როგორ თარეშობს წყეული ფიქრი

და გვაყაჩაღებს, როგორც მეკობრე...

ვიქნებით ასე მომთმენიც, მშვიდიც,

ერთმანეთი ხომ ღმერთმა გვარგუნა…

არ შეკრთე, როგორც უმწეო ჩიტი,

აღარ დაგაფრთხოს გულის ბრაგუნმა.

ამ ცისქვეშეთში ყველანი ვცოდავთ,

განსჯიან ბოლოს ცოდვილს და მართალს…

ჩვენ ყველაფერი ვიკმაროთ ცოტა,

სიყვარულის და სიცოცხლის გარდა…


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ