როგორ არ ვწუხდე, რომ ფერი მიგდის, - დღითიდღე მეტად ხარ ფერმიხდილი, - რომ წლები გადის, რაც ნიშნავს სიკვდილს, და რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს სიკვდილი. (რომ არა ვმსხდარვართ!) ვისხედით გემში, რომ „ხვალეს“ გემშიც ვისხდებით წყვილად - მე ამის რწმენა აღვზარდე ჩემში. არის - უხორცო, მაგრამ მაღალი! არის - ზეაღსვლა, აღსვლა უდაო! არის - გზა ცისკენ, მარად ახალი!.. დღითიდღე მეტად ხარ ფერმიხდილი, - რომ წლების გასვლა, ეს - ნიშნავს სიკვდილს და რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს სიკვდილი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |