კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:59

 

 

 

სოფელში რომ ჩავედი და ფოთლებში ვცხოვრობდი,

მახსოვს ორი მეველე - კეთილი და ბოროტი.

შემიტყუა სამოთხის კარმა გამოკეტილმა,

შევედი და მომისწრო იქ მეველემ კეთილმა.

მკითხა: „შვილო, ვისი ხარ? არ მოგიტყდეს ტოტიო!

ბავშვი ხარ და ლხინში ხარ, ხვალ ხელახლა მოდიო!“

მაგრამ „ხვალ“ რომ გათენდა, ზვარს რომ ჩავყევ ბოლომდი,

ხეს გაველ და... მომიხტა იქ მეველე ბოროტი.

არაფერიც არ მკითხა, - ბებუთს ლესდა ხის ძირას, -

მითხრა: „დედას გიტირებ, დაგკლავ გველის წიწილას!“

ჩაგრეხილი წარბებით - რიყის შავი გველებით,

შუბლზე - ტახის ჯარებით, ხრიწინით და ხველებით.

საშინელი რამ იყო, ვერ მივმხვდარვარ, რა მიყო,

ოთხმა კაცმა საკაცით ცოცხალ-მკვდარი წამიღო.

მთელი ღამე ვბოდავდი, ცეცხლის ალში ვკვნესოდი,

მთელი ღამე ვშფოთავდი, მაჯლაჯუნას ვებრძოდი.

შვიდი წელი გავიდა - ხან ისე და ხან ასე,

მაწანწალა შემომხვდა ერთხელ ქვეყნის შარაზე.

გავუშალე კარტივით ჩემი მწარე წარსული,

ეკითხე მოხუცს პატივით წუთისოფლის სარჩულის.

ჩაეცინა ბერიკაცს, სევდით მითხრა: „რამეთის?!

ხომ ჩვიდმეტის იქნები?! დიდი-დიდი - თვრამეტის!

ას წელიწადს ვცხოვრობდი და ცხოვრების ბოლომდი

ორი ვიცი მეველე - კეთილი და ბოროტი!“


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ