შენ გინახია ომი, შიმშილი, წაღმა-უკუღმა ტრიალი სოფლის, შენ ჩამოხრჩობა გქონდა მისჯილი, შენ ყურადღება მცირედიც გყოფნის. შენ გიგემნია დამპალი ხორცი, შენ უპოვნიხარ ჯარისკაცს მკვდრებში, ღვთაებრივ სხეულს სცმევია ძონძი. სულის სიმაღლე! გაძლება ყოვლის! ხეივანს მოსდევს მაღალი ქალი და მოჰყავს ჩემსკენ შრიალი თოვლის. მე შენს თვალებზე ვნახე თხიერი... ხარ ბედნიერი სულის შეხებით და მეც პასუხად, ვარ ბედნიერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |