კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:09

 

 

 

ქვა ვესროლე, - გავაყოლე

თვალი ფრინველს, ხორცის მჭამელს;

წყევლა-კრულვა გავაგონე - 

მოვუღერე მუშტი ღამეს...

მაღლა ცაში ყირაობდნენ, -

დაბლა ეწყვნენ კაი ყმები, -

ჟღიოდნენ და ირეოდნენ -

ლეშს აქებდნენ მყრალი ხმებით.

კვლავ სხდებოდნენ, თათბირობდნენ,

გაჰყვიროდნენ ტატნობს გესლით,

თან ჰკვირობდნენ: „ამდენ მკვდარში

რომელია, ქვას რომ გვესვრის?!“

ნაყუმბარევ სანგრის ფსკერზე

მკვდარს მოერხა ცოცხლის მორთხმით;

მკვდარი პოლკი იწვა ველზე,

წინ ვიდოდი თოვლში ფორთხვით.

ბექზე მუხა იდგა ქარში -

კენწერო ჰქონდა გადამტყდარი...

ცხარმეტი წლის ვიყავ მაშინ -

მეოცეში გადამდგარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ