რომ მოვმკვდარიყავ თბილისში ადრე, მე დამმარხავდნენ, ალბათ, ჩანგებით და წამიღებდნენ როგორმე, სადმე, როიალს რომ ჰგავს, კატაფალკებით. ორკესტრებით და შავი ეტლებით, ოჰ, თეატრს ჰგავდა გოგოლის ქუჩა თავის ცხედრებით და იმედებით. უფლისწულივით წყნარი და დინჯი, თეთრი ყვავილის თეთრ აკლდამაში გრიმიორის და დალაქის ბიჭი. ვიდრე - ცეცხლში რომ ჩაგიძახებენ... მაგრამ თბილისში ახლა სხვა დროა და კრემაციას ხალხში აქებენ. და ინდუსივით მე ვერ დამწვავენ... ან დაალპება ეს ლეში სანგარს ან ჩემი მტრები ძელზე გამსვამენ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |