კბილები - დამცვდარი! ღილები - დამწყდარი! სახე - დაჭმუჭვნილი, დაუძლურებული! ვაზნები - გახარჯული! სამიზნეს - ამცდარი! ოცნება, ოცნება - აუსრულებელი! კლდეები - ირღვეოდნენ, ქვაღორღი მოცვიოდა, ქვის მედგა, ქვის მედგა უფსკრულთან სკამ-ლოგინი, დარჩება საქართველოს ლექსები - ოციოდე, ათიოდ გირვანქა - ძვლები გალოკილი. აქ - ოთხი კედელი! იქ - ოთხი ფიცარი! ვიყავი! მივდივარ! მშვიდობით! გიცანი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |